ხშირად დასმული კითხვები: (მომხმარებლისთვის)

1.    რა არის "Cota.ge" ?

"Cota.ge" ეს არის ონლაინ ფასდაკლებებისა და გაყიდვების საიტი ექსკლუზიური შემოთავაზებებითა და უპრეცედენტოდ დაბალი ფასებით.

2.    როგორ დავრეგისტრირდე ?

რეგისტრაციისთვის თქვენ უნდა შეავსოთ რეგისტრაციის გვერდზე მოცემული ველები. მიუთითოთ   სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მოქმედი ელ ფოსტა, საკონტაქტო ნომერი, დაეთანხმოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და შეინახოთ ინფორმაცია. ამის შემდეგ შეამოწმოთ თქვენი ელ ფოსტა, მიყვეთ ბმულს და დაასრულოთ ავტორიზაცია.

3.    როგორ შევიძინო ჩემთვის სასურველი შემოთავაზება ?

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, მთავარ გვერდზე ირჩევთ სასურველ კატეგორიასა და  სასურველ პროდუქტს,გადადიხართ კონკრეტულ შემოთავაზებაში, ამატებთ მას კალათაში და ყიდულობთ.ყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ, პირად პროფილში თქვენ მიერ მითითებულ ელ ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე (SMS-ის სახით) გეგზავნებათ შეძენილი შემოთავაზების ვაუჩერის ნომერი და უნიკალური კოდი.

4.    როგორ მივიღო შეძენილი შემოთავაზება ?

შეძენილი ვაუჩერის/ფასდაკლების მისაღებად საჭიროა გაეცნოთ თქვენ მიერ შეძენილი შემოთავაზების პირობებს, ხოლო ადგილზე წარადგინოთ თქვენს ელ ფოსტის მისამართზე ან ტელეფონის ნომერზე გამოგზავნილი ვაუჩერის ნომერი და უნიკალური კოდი.

5.    როგორ ვნახო, ჩემს მიერ შეძენილი პროდუქტების ისტორია ?

თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტების ისტორია შეგიძლიათ ნახოთ თქვენივე online კაბინეტის მეშვეობით, მენიუში - "შეკვეთების ისტორია".

 

ხშირად დასმული კითხვები (გამყიდველისთვის)

 1.    რა არის "Cota.ge" ?

ეს არის ონლაინ გაყიდვებისა და ფასდაკლებების საიტი, რომელიც გთავაზობთ აქამდე უპრეცედენტო, განსხვავებულ პირობებს, გამარტივებულ ურთიერთობას თქვენსა და მომხმარებელს შორის. 

 2.    როგორ დავარეგისტრირო საკუთარი კომპანია  ?

"Cota.ge"-სთან ონლაინ მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თქვენ შეძლებთ დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე როგორც გამყიდველი კომპანია. რეგისტრაციისთვის, პირველ რიგში საჭიროა გაიაროთ პირველადი ავტორიზაცია, შეიყვანოთ პირადი მონაცემები, შემდეგ online კაბინეტში აირჩიოთ "ჩემი კომპანია" და ყველა მოცემულ ველში შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ. (უსაფრთხოების მიზნით, თქვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები შეყავს უშუალოდ ვებ გვერდის ადმინისტრაციას). მონაცემების შეყვანის შემდეგ, ვებ გვერდის ადმინისტრაცია გადაამოწმებს თქვენი ინფორმაციის სიზუსტეს და თქვენი კომპანიის პროფილი გააქტიურდება.

 3.    როგორ ვმართო ჩემი პირადი კაბინეტი ?

ვებ გვერდზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შეძლებთ მართოთ თქვენი online კაბინეტი. მისი მეშვეობით მიიღოთ სრული ბუღალტრული ინფორმაცია რეპორტების სახით, ასევე თვალი ადევნოთ გაყიდვებს, აწარმოოთ თქვენს მიერ გაყიდული შემოთავაზებების სტატისტიკა და ბოლომდე იყოთ ჩართული ვებ გვერდის აქტივობაში. ასევე შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოახდინოთ განთავსებული აქტიური განცხადების პირობების რედაქტირება (თქვენს მიერ რედაქტირებული განცხადება, გაივლის მოდერაციას და აისახება ვებ გვერდზე).

 4.    როგორ დავამატო ახალი შემოთავაზება ?

Online კაბინეტში ირჩევთ "პროდუქტის დამატება"-ს, ამატებთ სასურველ პროდუქტს, უთითებთ კონკრეტული შემოთავაზება ვაუჩერია თუ ფასდაკლება, წერთ შეთავაზების  შესახებ საიტისთვის განკუთვნილ ტექსტს, ტვირთავთ სარეკლამო ფოტომასალას და ვაუჩერის პირობების ჩამონათვალს. სარეკლამო მასალების დიზაინზე, საავტორო უფლებებზე, შინაარსსა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას.

5.    რამდენ ხანში გააქტიურდება ჩემს მიერ განთავსებული ახალი შემოთავაზება ვებ გვერდზე ?

საიტის მოდერატორი გადაამოწმებს თქვენს შემოთავაზებას და მომდევნო 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს მის განთავსებას ვებ გვერდზე.

6.    როგორ განისაზღვრება ვაუჩერის ფასი ?

ვაუჩერის ფასს განსაზღვრავს ვებ გვერდის ადმინისტრაცია.

7.    როგორ განისაზღვრება ფასდაკლების პროცენტი ?

ფასდაკლების პროცენტს განსაზღვრავს უშუალოდ გამყიდველი კომპანია.

8.    რამდენ ხანში აისახება გამყიდველის ანგარიშზე შეთავაზებიდან კუთვნილი თანხა ?

გაყიდული შემოთავაზებიდან კუთვნილი თანხა ვებ გვერდის საკომისიოს გამოკლებით, ავტომატურად დაგერიცხებათ თქვენს საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა. ვაუჩერის განთავსების შემთხვევაში, ვაუჩერის თანხა მთლიანად ერიცხება "Cota.ge"-ს.

9.    როგორ რეგულირდება გასაყიდი მომსახურების/პროდუქტის რაოდენობა ?

კომპანია საკუთარი სურვილისამებრ აწესებს გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების რაოდენობის ლიმიტს შეთავაზების დამატების დროს.

10. როგორ ვნახო, ჩემი კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქტების ისტორია ?

კომპანიის online კაბინეტის მეშვეობით "შეკვეთების ისტორიაში".

11. როგორ მოვახდინო მყიდველის იდენთიფიკაცია მომსახურების/პროდუქტის გაცემის დროს ?

მყიდველის იდენთიფიკაცია ხდება ვაუჩერის ნომრის და უნიკალური კოდის მეშვეობით, რომელიც მყიდველს ეგზავნება ინდივიდუალურად. მომსახურებისა თუ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში,მყიდველი თქვენთან წარმოადგენს ვაუჩერის ნომერს და უნივერსალურ კოდს, რომლის დადასტურებაც მოხდება თქვენივე პირადი online კაბინეტიდან  (4 ნიშნა უნიკალური კოდის შეყვანა, განყოფილებაში "შეკვეთების ისტორია", უნდა მოხდეს თქვენ მიერ პროდუქტის/მომსახურების გაცემის დროს).

X
გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით