მოხმარების პირობები (მომხმარებლისთვის)

Cota.ge  -  არის გაყიდვებისა და ფასდაკლებების საიტი, რომელიც ზრუნავს თქვენს ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებაზე. ჩვენ გთავაზობთ აქამდე უპრეცედენტო, განსხვავებულ პირობებს, სერვისის მაღალ ხარისხს და რაც მთავარია ექსკლუზიურ შემოთავაზებებს.

გთავაზობთ აქციის ორ ტიპს:

1) ფასდაკლების ვაუჩერი, რომლის შეძენის შემთხვევაში იღებთ ფასდაკლებას ხოლო პროდუქციის დარჩენილ თანხას იხდით ადგილზე. საიტის მომხმარებლებისათვის განკუთვნილ, ასეთი ტიპის აქციებს აქვს ნიშანი -

2) ექსკლუზიურ ფასად იყიდება მთლიანად პროდუქტი/მომსახურეობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ საიტის მომხმარებლებისთვის. ასეთ შემთხვევაში ადგილზე არაფერს იხდით.

 მომსახურების ან პროდუქტის ვაუჩერის შესაძენად პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე და გაიაროთ ავტორიზაცია. შემდეგ აირჩიოთ სასურველი მომსახურება/პროდუქტი, დაამატოთ კალათაში,  შეამოწმოთ არჩეული პროდუქცია, მიუთითოთ რაოდენობა და ყიდვით დაასრულოთ ოპერაცია.

გადახდის ორი გზა არსებობს:

1) ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათის მეშვეობით.

2) შესაძლებელია ბალანსის შევსება TBC Pay-ის მეშვეობით და შემდგომი გადახდა თქვენი ბალანსიდან.

 მომსახურების ან პროდუქტის შეძენის შემთხვევაში ფასდაკლების ვაუჩერის ნომერს და უნიკალურ კოდს მიიღებთ ვებ გვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე და SMS-ის სახით. ასევე შეძენილი ფასდაკლების ვაუჩერის ნომრის ნახვა შესაძლებელია თქვენს პირად online კაბინეტში, შეკვეთების ისტორიაში.

მომსახურების მისაღებად, საჭიროა ადგილზე წარადგინოთ ვაუჩერის ნომერი და უნიკალური კოდი.

 

 

მოხმარების პირობები (გამყიდველისთვის)

Cota.ge უქმნის სრულ კომფორტს დამკვეთ კომპანიებს და სთავაზობს მას ორივე მხარისათვის მისაღებ პირობებს. გაგაცნობთ მოკლედ იმ ვალდებულებებსა და პირობებს რაც ეხებათ იურიდიულ პირებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში. დამკვეთი არ არის შეზღუდული და შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს ფასდაკლების პროცენტი. ჩვენთან თანხის განაწილება-გადარიცხვის სისტემაც ყველაზე მოქნილია. კომპანიას ზედმეტი ხარვეზებისა და ლოდინის გარეშე გადაერიცხება კუთვნილი თანხა, მომენტალურად, პროდუქციის გაყიდვისთანავე. სრულიად უფასოა იურიდიული პირების რეგისტრაცია და მათი შემოთავაზებების განთავსება, რაც საიტის კიდევ ერთი უპირატესობაა. Cota.ge-ს  მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი online კაბინეტი, მისი მეშვეობით მიიღოს სრული ბუღალტრული ინფორმაცია რეპორტების სახით, ასევე თვალი ადევნოს გაყიდვებს, აწარმოოს სტატისტიკა და ბოლომდე იყოს ჩართული გვერდის აქტივობაში. ასევე უფლება აქვს დამოუკიდებლად მოახდინოს აქციის პირობებში განთავსებული აქტიური განცხადების პირობების რედაქტირება. გამოდის, რომ დამკვეთი, ზედმეტი შეზღუდვების გარეშე, სარგებლობს სრული თავისუფლებით და მასზეა დამოკიდებული რა პირობებს შესთავაზებს საკუთარ მომხმარებელს. მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა კლიენტებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ხარვეზებზე. კომპანია, ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი, აკონტროლოს პროდუქტის/მომსახურების ვადა და ვარგისიანობა. წუნის შემთხვევაში,  მოხდეს თანხის კომპესირება, დაბრუნება ან პროდუქტის შეცვლა. უნდა შემოწმდეს პროდუქციის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდოს მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება და დააკმაყოფილოს მომხმარებელთა ნებისმიერი სახის პრეტენზია. კომპანია არის პროდუქტის/მომსახურების უშუალო გამყიდველი, შესაბამისად მას ეკისრება რიგი ვალდებულებები. მან თავად უნდა დაწეროს ვაუჩერის შესახებ საიტისთვის განკუთვნილი ტექსტი, ატვირთოს სარეკლამო ფოტომასალა და ვაუჩერის პირობების ჩამონათვალი, საიტის მოდერატორი გადაამოწმებს მასალას და შემდეგი 12 საათის განმავლობაში Cota.ge  უზრუნველყოფს მის განთავსებას საკუთარ ვებ გვერდზე. სარეკლამო მასალების დიზაინზე, საავტორო უფლებებზე, შინაარსსა და რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს.  მყიდველი შეძენილ პროდუქციას/მომსახურებას უშუალოდ კომპანიისგან იღებს. „ვაუჩერის“ პირობებში, რაიმე სახის ცვლილება  აუცილებლად უნდა შეთანხმდეს საიტის ადმინისტრაციასთან.

 
X
გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით